ტენდერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: RDFG
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 28 იან
თანდართული ფაილი: 202092-tender.zip
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს პროექტს - "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ENPARD-ის პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობაში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ასოციაციის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაცია აცხადებს ტენდერს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე.

ტენდერის ტექნიკური სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერის პირობები:

** სატენდერო განაცხადში მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩაბარების ბოლო ვადაა 31 მარტი 2019 წელი. ზუსტი ვადების შეთანხმება მოხდება გამარჯვებულ კომპანიასთან.
** გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტრანსპორტირება ქვემო ქართლის რეგიონის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემავალ სოფლებში და აღნიშნული ტრანსპორტირება გაითვალისწინოს კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში.
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩაბარება მოხდება ასოციაციის სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც დადასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩაბარების ადგილას.
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი კომპანიის შერჩევისას ასოციაცია უფლებას იტოვებს შემოსული სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე შეარჩიოს რამდენიმე კომპანია. მომწოდებელი კომპანიის შერჩევა განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოწოდების და მომარაგების სფეროში გამოცდილების, მოსაწოდებელი პროდუქციის ხარისხსა და შემოთავაზებული განფასებების გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციას. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 28 იანვარს 17:00 საათამდე.

დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 29 იანვარს, 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ.#3ა, თბილისი, 0160, საქართველო. გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე".

Association Rural Development For Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე