პრომო-მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 1 თებ
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** "მარშეს" პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** "მარშეს" პროდუქციის შეკვეთაში მონაწილეობის მიღება
** დეგუსტაციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში)
** მიღებული პროდუქციის და არსებული მარაგის ვადების კონტროლი, FIFO- მეთოდის დაცვა
** ​მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება
** პლანოგრამის კონტროლი
** სიახლეებისა და ფასდაკლებაზე ინფორმაციის მიწოდება
** ობიექტებზე სარეკლამო მასალების განთავსება
** ობიექტზე არსებული სიახლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიმართულების ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სტუდენტები);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

** კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "Promo", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 1 თებერვალი,  2019 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე