სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 31 იან
სს "ლომისი"- კომპანია "ნატახტარი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (ონ ტრეიდის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში ინვენტარის მიტანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების მაცივრებში განთავსებული პროდუქციის ვიზუალის მოწესრიგება, ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების ინფორმირება ახალი პროდუქციის და/ან ცვლილებების შესახებ;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის მიღება და საწყობის ნაშთის შემოწმება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა და ახლების მოძიება;
** ქსელიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარება და ანგარიშგება;
** მარაგების შემცირების მიზნით, შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** დილერებთან ურთიერთობა და წამოჭრილი საკითხების მოგვარება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (მექანიკური სიჩქარის კოლოფით);
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com, ან მიმართოთ პერსონალის მართვის დეპარტამენტს 2019 წლის 31 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე