მერჩანდაიზინგის სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩანდაიზინგის სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
სადისტრიბუციო კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას მერჩანდაიზინგის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: http://www.naturland.ge

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილის
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების თაროებზე განლაგების და მეთვალყურეობის ადმინისტრირება და მუდმივი განვითარება;
** სავაჭრო ობიექტებზე პლანოგრამის შესწორება;
** სავაჭრო ობიექტებში აქციების პერიოდში პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განლაგებაზე მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში კონკურენტების აქტივობაზე ზედამხედველობა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განლაგების შეფასება;
** გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების შეფასება მერჩენდაიზინგის კუთხით;
** მუდმივი ანალიზი, გადაწყვეტილების მიღებადა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტების პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** სათანადო ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.

მოთხოვნები:

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მერჩენდაიზინგის/რითეილის მიმართულებით
** გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით
** მობილურობა (ავტომანქანა)
** ადმინისტრირების უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: info@naturland.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე