სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 4 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HR სტაჟიორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 4 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე