Full-Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განვითარება;
** არსებული პროგრამების გაუმჯობესება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზევით) პლატფორმაზე;
** C# -ის სრულყოფილი ცოდნა;
** Web - პროგრამირების გამოცდილება (ASP.NET MVC);
** HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (Microsoft SQL Server);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (Full-Stack Developer), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე