მონაწილეების შერჩევა პროექტში მონაწილეობის მისაღებად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაწილეების შერჩევა პროექტში მონაწილეობის მისაღებად
მომწოდებელი: ISNC
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 25 იან
არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" (ISNC) პროექტში "ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისთვის" მონაწილეობის მისაღებად იწვევს, კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობით დაინტერესებულ აქტიურ ახალგაზრდებს.

პროექტი ტარდება ბრიტანული ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" (CR) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.

მონაწილეების შერჩევა პროექტში "ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისთვის" მონაწილეობის მისაღებად

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ აქტივობებში:

გასვლითი სემინარი:

** გასვლითი სემინარის მიზანია, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების და მშვიდობის მშენებლობის საკითხების შესახებ. სემინარის პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექციებს, ხოლო მეორე ნაწილი პრაქტიკულ ინიციატივებზე მუშაობას.
** სასემინარო კურსს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული სპეციალისტები.

ჩატარების ადგილი: დაბა ბაკურიანი
განხორციელების პერიოდი: 2019 წლის 8-11 თებერვალ (ჩასვლა 8 თებერვალი გამომგზავრება 11 თებერვალი )
მონაწილეთა ასკი: 20 დან - 30 წლამდე
სამუშაო ენა: ქართული

პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაფარული იქნება ორგანიზაციის მიერ.

2. პრაქტიკული სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება:

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეების მიერ პროექტის მხარდაჭერით მოხდება, კონკრეტული პრაქტიკული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება თბილისსა და რეგიონებში.

პროექტის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტის მისამართზე youthactingforpeace@gmail.com უნდა გამოაგზავნონ: რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო წერილი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 525959
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე