გენერალური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის, საერთო ხედვის, მიზნებისა და ძირითადი საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა/მენეჯმენტი;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვა/კონტროლი; მათი კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის საქმიანობაზე დაყრდნობით, ოპერაციების მუდმივი ანალიზი, პოტენციური ხარჯების შემცირების, პროცესების გაუმჯობესების ან პოლიტიკის ცვლილების საჭიროების დადგენის მიზნით;
** ორგანიზაციის ფინანსური/საბიუჯეტო საქმიანობის განსაზღვრა/მენეჯმენტი;
** კომპანიის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო (რუსული, ინგლისური) ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინანსური გათვლებისა და ანალიზის ცოდნა/გამოცდილება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@qebuli.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე