IT განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას IT განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვერული და ქსელური სისტემების, მონაცემთა შენახვისა და საინფორმაციო სერვისების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სრულყოფილი ტექნიკური და პროგრამული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოების კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელთა მართვა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ფლობა;
** "Mikrotik" როუტერებთან მუშაობის გამოცდილება Load balancing, Failover, VPN (IPsec, Tunnel, PPTP);
** Cisco, HP სვიჩებთან მუშობის გამოცდილება (IGRP, Vlan);
** Proxy სერვერებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე