SAP - ის პროდუქტების კონსულტანტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SAP - ის პროდუქტების კონსულტანტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ბიდიო სოლუშენს
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 21 იან
კომპანია "ბიდიო სოლუშენს" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას SAP - ის პროდუქტების განყოფილებაში.

კომპანია "ბიდიო სოლუშენსი"კომპანია "BDO"-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 13 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. "BDO Solutions"-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება: SAP - ის პროდუქტების კონსულტანტი/სტაჟიორი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** SAP - ის პროდუქტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** SAP-ის კლიენტების მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო ფაილების მომზადება
** კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა
** პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება
** ტექნიკური დავალებების მომზადება
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** I ტესტირება
** II გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "სტაჟიორი - SAP".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21/01/2019.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე