სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
სადისტრიბუციო კომპანია "შავნაბადა" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისელერის) პოზიციაზე თბილისში.

მდებარეობა: გლდანულა, ჯანჯღავას 62
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება
** მარშრუტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის წარმართვა
** სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომოაქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების სრულფასოვნად ცოდნა
** კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
** რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: zura_obga@yahoo.com და სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ "სავაჭრო წარმომადგენელი".

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე