მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგ. უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგ. უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 23 იან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კვლევისა და ანალიზის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კატეგორია: იურიდიული და ანალიტიკა
თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადება;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ანალიტიკური მხარდაჭერა, დოკუმენტებზე სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებული კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;
** ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა; სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან ურთიერთობა;
** საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
** უწყებათაშორისი კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** პროექტების კოორდინირებასა და მენეჯმენტში სამმართველოს უფროსის ხელშეწყობა.

საკონკურსო თემატიკა:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს შრომის კოდექსი";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
** გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
** ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
** გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ;
** საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
** საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმა;
** საქართველოს მთავრობის განკარგულება "ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ";
** ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სახელმძღვანელო წესები;
** საერთაშორისო ინიციატივა − ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) http://www.opengovpartnership.org/;
** ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;
** ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN) http://www.oecd.org/;
** აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP) http://www.coe.int/t/dgap/eap-facility/.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − ანტიკორუფციული მიმართულებით დასავლურ ქვეყნებში მიღებული მაგისტრის ხარისხი);
** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია − ანტიკორუფციული მიმართულებით);
** სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადების გამოცდილება;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** ღია მმართველობის თემებზე მუშაობის გამოცდილება; უწყებებთან კომუნიკაცია/კოორდინაციის გამოცდილება;
** პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1);
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint);
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** ზეპირი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
** აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას ქართულ და ინგლისურ ენებზე; პროფესიული წერითი დავალების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 60%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება.
** გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე