იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს იურისტის პოზიციაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო დაწესებულებაში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
** ხელშეკრულებებზე მუშაობა, დოკუმენტაციის მომზადება, კორექტირება, შეთანხმება, გაფორმება.
** დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების, განცხადებების, ბრძანებების, რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება.
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა.
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში.
** სასამართლოში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი.
** საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი ქვედანაყოფების ინფორმირება.
** ჯანდაცვის და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და უშეცდომოდ მომზადება;

სამუშაო რეჟიმი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ გარდა ფორს-მაჟორული შემთხვევისა.
ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით ელ.მისამართზე: medical.mmm@yahoo.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე