გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: თიემჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
სარეკლამო კომპანია "თიემჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კ. კეკელიძის 25
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 სთ  (ორშაბათი-შაბათი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი მსგავს საქმიანობაში.
** უმაღლესი განათლება;
** მაღალი პროფესიონალიზმი;
** Adobe Photoshop-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** Adobe Illustrator-ის ცოდნა;
** Corel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** Adobe InDesign-ის ცოდნა ან მსგავსი;
** კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი; მათი სურვილების და მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრის უნარი;
** ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება.
** სავალდებულოა ინგლისურის ან რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატის  გამოსაცდელი პერიოდი არის 10 სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე მოგვაწოდეთ ფოტოსურათით და ნამუშევრებით (პორტფოლიო), ელ. ფოსტაზე: office@tmgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე