ტენდერი ბიზნეს-ტრენინგების ჩატარებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ბიზნეს-ტრენინგების ჩატარებაზე
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 23 იან
თანდართული ფაილი: 202029-chca-tender-biztrain.rar
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"-სა (სჰც "აფხაზეთი") და "არბაიტერ სამარიტერ ბუნდის" (ASB) საქართველოს ოფისს შორის 2018 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული #GEO 1805 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე პროექტის "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, გთხოვთ, წარმოადგინოთ წინადადებების შემოთავაზება სჰც "აფხაზეთი"-ს სატენდერო განაცხადზე: "RFP 07-0015-ASB-ECEM-ბიზნ.სოც.ტრენინგები" განსაზღვრული მომსახურების მოწოდებისთვის (დანართი #1 და #2).

ვის: საქართველოში იურიდიულად რეგისტრირებულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

ტენდერის დეტალები მდგომარეობს შემდეგში:

ლოტი #1: ტრენინგები თემაზე: "ბიზნეს გეგმის შედგენის ტექნიკები მცირე ბიზნესის დასაწყებად ან/და განსავითარებლად". შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16000 ლარი - დანართი #1;
ლოტი #2: ტრენინგები თემაზე: "სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება". შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7000 ლარი - დანართი #2.

სატენდერო დოკუმენტაციისა და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალის მიღება შესაძლებელია სატენდერო წინადადების ბმულში ან/და სჰც "აფხაზეთი"-ს ოფისში 2019 წლის 13 იანვრიდან 2019 წლის 23 იანვრამდე ჩათვლით, 10:00-17:00, მისამართზე: ქ. თბილისი, შროშის ქ. #4.

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 23 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონი: 2 944544
კახაბერ ღვინჯილია - 599 516999
დავით გუჩუა - 599 301224
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე