კანცელარიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კანცელარიის სპეციალისტი
მომწოდებელი: აი სი არ
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"აი სი არ" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაცია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში.

კომპანია 1993 წელს დაარსდა და ამჟამად აერთიანებს რამდენიმე ბიზნესმიმართულებას: ფეხსაცმლის მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებით: ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ბატა, ბამბინო, კორსო იტალია, ავ ლაბი; ბავშვის ტანსაცმლის მიმართულება აერთიანებს ფრანგულ ბრენდებს, როგორიცაა ოკაიდი და ჟაკადი; აქსესუარების მიმართულება წარმოდგენილია ბრენდ პარფოისით; ავეჯისა და დეკორის მიმართულება - ლაბორატორია ჩემი სახლითა და იტალიური შოურუმით; გასტრონომიული მიმართულება, რომელიც კომპანიას 2012 წლიდან დაემატა: მასში ერთიანდება: სტეიკის სახლი და პიცერია პომოდორისიმო, ტაბლა სალონი, ტაბლა დუქანი, კაფე ლაბორატორია და ფრანგული საცხობი. ამ ეტაპზე კომპანია მართავს 80 მეტ ობიექტს, როგოც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

აი სი არი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი.

სამუშაოს აღწერილობა:

** შემოსული, გასული და შიდა კორესპოდენციის/დოკუმენტაციის რეგისტრაცია, დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით დახარისხება, კომპეტენციის მიხედვით შესაბამის პირთან/სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილება;
** დოკუმენტების შესრულებაზე კონტროლის წარმოება;
** გასაგზავნი დოკუმენტაციის/კორესპოდენციის მომზადება და გაფორმება შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარების უზრუნველსაყოფად;
** საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა;
** შემოსული, შიდა და გასული კორესპოდენციის/დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
** დოკუმენტაციის შენახვა დაარქივება;
** კომპანიის თანამშრომლების მივლინების მართვა და ადმინისტრირება (მგზავრობის ოპტიმალურად დაგეგმვა, სასტუმროს ოპტიმალური ჯავშნის განხორციელება, მოგზაურობისა და განთავსებისათვის საჭირო სხვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება)
** ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობა;
** ავია ბილეთების დაჯავშნა;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში სასურველია;
** ტურისტულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საქმისწარმოების სტანდარტის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული.

საჭირო უნარ-თვისებები:

** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული, მობილიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 30 იანვრისა გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@icr.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კორპორაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე