კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "Retail Group Georgia", რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ლიცენზიის მფლობელს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა: Zara, Zara Home, Massimo Dutti, Pull&Bear, Bershka, Stradivarius და Oysho აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას ნახევარ სამუშაო განაკვეთზე: თბილისი მოლში, მერანსა და "East Point"-ში.

გაყიდვების კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში მხოლოდ 4 სთ.
ანაზღაურება: საათობრივი, საშუალოდ 210 ლარი + ბონუსი მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში.
დღეების და საათების არჩევა ხდება მენეჯერთან შეთანხმებით.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** კლიენტების მოზიდვა
** კლიენტთა მომსახურება
** პროდუქციის გაყიდვა
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ფლობა (სასურველია)
** კომუნიკაბელურობა
** აქტიურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@retailgroups.com მიმდინარე წლის 31 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ Inditex წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე