გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Service Network
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
კომპანია "Georgian Service Network" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი 25-დან 35 წლამდე.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
* საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციისა და სერვისების სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის რაციონალურად შეთავაზება.
** ანგარიშსწორების წარმოება.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
შეხვედრების დანიშვნა და წარმოება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და გაყიდვის პროცესის სრულყოფილი წარმართვა
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** ანგარიშების წარმოება;

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 დღე 10:00-19:00
** გამოსაცდელი ვადა 7-14 დღე 12:00-18:00

ადგილმდებარეობა: თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gsn.ge, გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - `გაყიდვების მენეჯერი`, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე