კურსი - Oracle Database 12c ადმინისტრირება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Oracle Database 12c ადმინისტრირება
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

ასოციაცია "გრენა" გთავაზობთ კურსს - Oracle Database 12c Administration I

კურსის შინაარსი:

1. ბაზის ინსტალაცია, როგორც ფაილურ ასევე ASM (Automatic Storage Management) სისტემებზე(Windows და Linux ოპერაციულ სისტემებზე);
2. ორაკლის ბაზის არქიტექტურის და მასთან დაკავშირებული კომპონენტების განხილვა, მათი მუშაობის პრინციპის განსაზღვრა;
3. ბაზის სისტემურც ხილებთან მუშაობა,ინიციალიზაციის პარამეტრების მართვა, ეგზემპლიარის ბაზასთან მიმართვის რეჟიმების დიფერენციაცია;
4. ბაზის ფიზიკური ფაილების, ასევე სქემა ობიექტების შექმნა და მათი მუშაობის პრინციპების განხილვა;
5. ბაზაში მომხმარებლების შექმნა, მართვა,აუდიტი;
6. Undo management -ის მართვა,Flashback -ტექნოლიგიის გამოყენება;
7. ბაზის ტუნინგი, წარმადობის გაზრდა(AWR,ADDM,ASM,);
8. ბაზის რეზერვი და აღდგენის მეთოდები RMAN-ისგამოყენებით;
9. ბაზის კლონირება( DatabaseDuplication);
10. ბაზის ექსპორტი/იმპორტი expdp/impdp -ის გამოყენებით;
11. Database Troubleshooting;
12. ვერსიის განახლება;

კურსი ეფუძნება თეორიას და პრაქტიკულ მეცადინეობას;
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე, კვირაში 2-ჯერ;
ლექციისხანგრძლივობა: 2 საათი.
კურსის საფასური: 600 ლარი.
20% ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: http://academy.grena.ge
თ. ჭოველიძის ქუჩა 10
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე