გადაზიდვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გადაზიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 25 იან
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" (www.giantilogistics.ge) წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელი პირობაა საბაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** კომპანიაში მიღებული შეკითხვის დამუშავება
** კლიენტისგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა
** კლიენტისთვის განახლებული ინფორმაციის მუდმივად მიწოდება
** გადაზიდვისათვის/განბაჟებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის მომზადება
** გადაზიდვის/განბაჟების გაკონტროლება ყველა ეტაპზე
** გადაზიდვის/განბაჟების დასრულების შემდეგ მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის სრულყოფილად დაარქივება.

აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: ikardava@giantilogistics.ge 2019 წლის 25 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე