გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ონლაინ მაღაზია ebg.ge
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
ონლაინ მაღაზია "ebg.ge" 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ქართველ მომხმარებელს უნიკალურ და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ვებ-გვერდზე მილიარდზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელსაც ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი მომხმარებლი სტუმრობს. კომპანია პროდუქტის მიწოდებას ახორციელებს საქართველოს მასშტაბით არსებული 40 ფილიალიდან და ასევე, საკურიერო სერვისით, მომხმარებლის მისამართზე.

"ebg.ge" მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინტერნეტ კომერციულ ბაზარზე წამყვან პოზიციებზეა და მუდმივად ზრუნვას გაუმჯობესებაზე, პროგრესზე და სიახლეების დანერგვაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების Adobe Photoshop/Adobe illustrator ცოდნა
** გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის დიდი სურვილი (სასურველია გამოცდილებაც)

მოვალეობები:

** ვიზუალური მასალების მომზადება მარკეტინგული აქტივობებისთვის
** ვიზუალური მასალების მომზადება სოციალური მედიისთვის
** ვიზუალური მასალების მომზადება საიტის ბანერებისთვის

ჩვენი დამოკიდებულება:

** ვმუშაობთ გუნდურად
** პატივს ვცემთ თქვენს ხედვას
** ვაფასებთ თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 19:00 საათამდე.

გამოაგზავნეთ თქვენი CV და ნამუშევრები მისამართზე: hr@ebg.ge. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს: http://www.ebg.ge | http://www.facebook.com/ebg.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე