გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
შპს "ჯორჯიან  ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნესის განვითარების გეგმის შემუშავება და  მისი შესრულების  კონტროლი;
** სავაჭრო გუნდის ეფექტიანი მართვა და კონტროლი
** გაყიდვების სამსახურის გუნდური მუშაობის, კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის სამოტივაციო სისტემის შექმნა;
** მომავალი გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტირება;
** მსხვილ სავაჭრო ქსელებთან  ურთიერთობების მოწესრიგება და გაფართოება;
** პარტნიორ რეგიონალურ სადისტრიბუციო კომპანიებთან მუშაობის ორგანიზება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** დისტრიბუციისა და გაყიდვების გუნდის შეთანხმებულად მუშაობის ორგანიზება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის  მიმართულებით);
** სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების დირექტორად (მენეჯერად) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Office;
** სავაჭრო ობიექტების სპეციფიკის ცოდნა;
** რეგიონებში სავაჭრო ქსელისა და სპეციფიკაციის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანმიმართულობა, გეგმაზომიერება და შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკებების უნარი
** სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა;
** ასაკი: 25-დან 35  წლამდე.

სარეალიზაციო პროდუქცია: საკონდიტრო ნაწარმი (რუსეთი), ნატურალური წვენები (უკრაინა, რუსეთი), ლუდები (უკრაინა, ჩეხეთი).

აუცილებელია სამოტივაციო წერილის წარმოდგენა (როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ამ პოზიციაზე). გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მანქანის ტექნიკური მახასიათებლები და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: georgianalliance@rambler.ru | georgianalliance@gmail.com 2019 წლის  12 თებერვლის    ჩათვლით.  გთხოვთ, ელექტრონული წერილის  თემის გრაფაში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე