საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების მენეჯერი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 27 იან
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების მენეჯერის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** ელექტრონული კომერციის მერჩანტებთან ანგარიშსწორება
** Affiliate წევრებთან ანგარიშსწორება
** ბანკის  საოპერაციო დღესა და  საპროცესინგო სისტემას შორის ფაილების მიმოცვლის უზრუნველყოფა
** საბარათე  ტრანზაქციების კლირინგი
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან ანგარიშსწორება ჩატარებული საბარათე ოპერაციების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ​ALTA-ს საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ​Tieto-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 27 იანვრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე