პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
"ბეთლაივი"  არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა;
** პროდუქტის მომწოდებლებთან  კომუნიკაცია;
** კომპანიის არსებული ბაზრის და მისი კონკურენტების კვლევა, შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** მომხმარებლებისთვის ახალი აქციების დაგეგმვა, მომზადების პროცესის კოორდინაცია და შესრულების ვადების კონტროლი;
** აქციის ბიუჯეტის მომზადება;
** შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და  რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე:    vacancy@betlive.com  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტის მენეჯერი".  

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე