იურისტის ასისტენტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტის ასისტენტი - თელავი
მომწოდებელი: Wine Kakheti
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 18 იან
"Wine Kakheti" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, თელავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, სარჩელების, განცხადებების,   და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა და მოწესრიგება
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. 

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hrwinekakheti@gmail.com. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება.

განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე