სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ენ-ჯი-ეს გრუპი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე და მომხმარებელს (კერძო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს) სთავაზობს აი-ტი გადაწყვეტილებებს საკომუნიკაციო ქსელების, სერვერული ინფრასტრუქტურის და საოფისე ტექნიკის მიმართულებით.

კომპანია იწვევს მაღალი მოტივაციის მქონე ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე, კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის 7 (A322)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 - 19:00 (მორგებული სტუდენტებზე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** ამოცანიდან გამომდინარე პროდუქტების შერჩევა/შეთავაზება;
** პროექტის მართვის პროცესში ჩართულობა;

კვალიფიკაცია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაიტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ მისამართზე - HR@ngsgroup.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მიღება ჩატარდება გასაუბრების სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე