ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
შპს "დი და ჯი" ("დანიური სახლი") აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (აღმაშენებლის გამზირი 158), სავაჭრო ცენტრი "დანიური სახლი".
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
დასვენების დღე: შაბათი-კვირა/ოფიციალური დღესასწაულები
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კადრების მოძიების სრული პროცესი;
** საკადრო ბაზის წარმოება;
** თანამშრომელთა ელექტრონული ბაზის მომზადება;
** სხვადასხვა ბრძანებების მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, მივლინება, შვებულება).

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** აქტიური, მოწესრიგებული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი;
** საქმის დროულად და უშეცდომოდ შესრულების უნარი; 
** ციფრებთან დაკვირვებით მუშაობის უნარი;
** მონაცემების და შესრულებული სამუშაოს შემოწმების უნარი; 
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი.

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე