მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 27 იან
კომპანია "ნიკორა,"1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge/

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე"  აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივების კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშების წარმოება;
** ყოველთვიური მოგება-ზარალის და ბალანსის მომზადება;
** დეკლარაციების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება,  დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად შესრულებისა და ხარისხის კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების;  Excel, 1C, Apex. მაღალ დონეზე ცოდნა.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge.  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს  "ნიკორამ"  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა:  გასაუბრებაზე  მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს .

გთხოვთ, თქვენი СV გამოაგზავნოთ 2019 წლის 27 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე