გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედია ჯგუფი 4U
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 14 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"4U" წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM 96.3; Shokoladi FM 98.5, LIFE FM 90.8-ს და ვებ პორტალს 4U.ge.

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს სხვადასხვა ჟანრის, გემოვნებიან, უცხოურ და ქართულ მუსიკას, საინტერესო ინფორმაციას სპორტის, შემეცნების, მედიცინისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

Website - http://4U.ge
Facebook - https://www.facebook.com/4U.ge.Official
Linkedin - https://www.linkedin.com/company/4u-ge/
Instagram - https://www.instagram.com/4u.ge
Youtube - https://www.youtube.com/channel/UCkWe493-J6xYe8ag5j4FOCg

ამჟამად "4U მულტიმედია ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, განყოფილების მართვა, აგენტების კოორდინაცია;
** კლიენტების ბაზის შექმნა და CRM-ის სწორი მართვა;
** ახალი კლიენტების აქტიური ძიება და მოზიდვა;
** კომერციული შეთავაზებების/პრეზენტაციების მომზადება და შემდგომი კომუნიკაცია კლიენტთან;
** კლიენტებთან შაბლონური ხელშეკრულებების დადება და მის შესაბამისად გადახდების მონიტორინგი;
** მედია გეგმის შედგენა;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** აქტიური გაყიდვების წარმატებული გამოცდილება (აუცილებელია);
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (რადიო, ტელევიზია, ბეჭდვითი მედია);
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
** უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ცოდნა (სასურველია);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

უნარები:

** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირება 
** ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა 

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიონალურ წინსვლას;
vანაზღაურებას, რომელიც შედგება ფიქსირებული და მზარდი ბონუსური ნაწილისაგან (% გაყიდვებიდან). წარმატებული გაყიდვების სპეციალისტის ერთობლივი ანაზღაურება შეიძლება აღემატებოდეს 3000 ლარს თვეში;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 მდე

დაინტერესებულმა პირებმა 30 იანვრამდე გამოაგზავნეთ მონაცემები (CV) მისამართზე: info.georgia@gbtimes.com და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე