საქონლის მიმღებ-გამანაწილებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქონლის მიმღებ-გამანაწილებელი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საქონლის მიმღებ-გამანაწილებლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გადატანა დროებით დასაწყობების ადგილას;
** შეკვეთების შესრულების შემდეგ პროდუქციის დასაწყობება შესაბამის სექციაში სახეობებისა და ვადების მიხედვით.
** მიღებული პროდუქციის განსაზღვრულ სექციაში დალაგება კატეგორიების გათვალისწინებით კომპანიაში არსებული განლაგების წესის დაცვით
** შეკვეთის ანგარიშ-ფაქტურის მიღება შეკვეთების კოორდინატორისგან და მისი დროული შესრულების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საქონლის მიმღებ-გამანაწილებელი".

განაცხადის შემოტანის ვადა 30 იანვარი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე