საწყობის ქსელის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის ქსელის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სასაწყობე მეურნეობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** სასაწყობე მეურნეობის გაუმჯობესება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** საწყობის სისუფთავის და მდგომარეობის კონტროლი.
** დარღვევების ანალიზი და ადმინისტრაციული ზომების მიღება.
** პროდუქციის აგროვებისა, კონტროლის ხარისხის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა არსებული სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნების შესაბამისად;
** საწყობის სამუშაო საათების და განრიგის განსაზღვრა, თანამშრომლების აღრიცხვიანობის ტაბელის წარმოება და კონტროლი;
** მატერიალური ფასეულობების სახეობა, მარკები, ხარისხიანობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი.
** საწყობში მიმდინარე პროდუქციის ჩატვირთვა - გადმოტვირთვის ორგანიზება.
** ფასეულობების შენახვის წესები, მათი აღრიცხვიანობის დებულებები და ინსტრუქციების შემუშავება.
** უზრუნველყოფს დაქვემდებარებულებს შორის შესასრულებელი სამუშაოს სწორ გადაანაწილებს და ეფექტურ მართვას.
** კომპანიის საწყობის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-შენახვის კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის ქსელის უფროსი".

განაცხადის შემოტანის ვადა 30 იანვარი 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე