ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 13 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "მედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სრული სამუშაო განაკვეთი: 10:00 -19:00 (შაბათ-კვირის გარდა), შესვენება: 14:00-დან 15:00-მდე
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოთხოვნები/სამუშაოს აღწერილობა:

** უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში
** სალაროს მეურნეობის წარმოება
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება
** სასაწყობო ოპერაციები-საქონლის მიღება და კალკულაციის მეთოდით ჩამოწერა -ანალიზი
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების თავის დროული მომზადება და წარდგენა
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება
** პირდაპირი დროის რეჟიმში მიღებული საბუთების დამუშავება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პროფესიული და პიროვნული თვისებები:

** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, განსაკუთრებით კარგად უნდა ფლობდეს Excel-ს
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა "ინფო-საწარმო ან ინფო ბუღალტერი"-ის სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება)
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე hr@medi.ge 2018 წლის 31 იანვრამდე და ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე