სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: მედიგრუპი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
ფარმაცევტული ევროპული კომპანია "მედიგრუპი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისსა და ბათუმში.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების ჩატარება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან;
** კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ასაკი: 22-35 წლამდე
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერის ცოდნა.
** გაყიდვებში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარები და შესაძლებლობები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** ორგანიზატორული ნიჭი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;
** პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (სასურველი)

ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: officemedigroup@gmail.com

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე