სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 18 იან
საქართველოს სალიზინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო გაყიდვების წარმოება მომხმარებლებთან სათანადო სასაუბრო სკრიპტისა და ინსტრუქციების გამოყენებით;
** შეთავაზებული/გაყიდული პროდუქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** სატელეფონო გაყიდვების გეგმების შესრულება;
** გეგმის მიხედვით განსაზღვრული ოდენობის ზარების განხორციელება საათში/ოპერატორის სამუშაო საათებში;
** გეგმის მიხედვით განსაზღვრული ოდენობის გაყიდვების განხორციელება დადგენილ პერიოდში;
** სატელეფონო გაყიდვების დროს წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიკაცია და სათანადო რეაგირება, მათი აღრიცხვა და კომპანიის შესაბამისი სამსახურისგან მხარდაჭერის მოთხოვნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი - სპეციალობა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული;
** სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

ცოდნა/უნარები:

** უცხო ენების ცოდნა: რუსული - თავისუფლად, ინგლისური - თავისუფლად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Windows, Word, Excel, Power Point, Outlook;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** კეთილგანწყობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2019 წლის 18 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის რეგიონი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე