დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 24 იან
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მეთოდოლოგიისა და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით სამართლებრივი დოკუმენტების: კანონპროექტების, ბრძანებების, დადგენილებების, განკარგულებების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, განზოგადება და მათი საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია;
** გასაფორმებელი ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და სექტორისათვის შესაბამისი განმარტებების მიცემა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება სამართლებრივი ექსპერტიზის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** საოფისე პროგრამები (Word, Excel, PowerPoint);
** შემდეგი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებები და ნორმატიული აქტები;

უნარები:

** ეფექტური წერითი კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ხარისხზე ორიენტაცია;
** დისციპლინირებულობა და აკურატულობა.

თანამდებობრივი სარგო: 1800 -2200 ლარი
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2018 წლის 24 იანვრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე