დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 24 იან
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მეთოდოლოგიისა და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების ანგარიშგებების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებების", ასევე სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შეფასება და ანალიზი;
** კონკრეტული სუბიექტის დისტანციური ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;
** სექტორისა და ქვესექტორის რისკის, ასევე რისკის მატარებელი კონკრეტული კომპონენტ(ებ)ის განსაზღვრა და დასკვნის მომზადება;
** იდენტიფიცირებული რისკების მინიმიზაციის, ასევე ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
** სავალდებულო ან/და სარეკომენდაციო ღონისძიებების დაწესების შემთხვევაში მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სახელმძღვანელო, მეთოდოლოგიური ან/და სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან ფინანსების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება საფინანსო სექტორში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და სამართლებრივი შესაბამისობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** საოფისე პროგრამები (Word, Excel, PowerPoint);
** შემდეგი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებები და ნორმატიული აქტები;

უნარები:

** ეფექტური წერითი კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** ხარისხზე ორიენტაცია
** დისციპლინირებულობა და აკურატულობა

თანამდებობრივი სარგო: 1800 -2200 ლარი

კონკურსის ფორმა - კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - ტესტირება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება კონკურსანტის ცოდნა ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
** მეორე ეტაპი - ინტერვიუ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2018 წლის 24 იანვრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ანგარიშგების ანალიტიკოსი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე