არასაბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არასაბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 24 იან
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის არასაბანკო დაწესებულებების ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** არასაბანკო დაწესებულებებთან კომუნიკაცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
** არასაბანკო დაწესებულებების ადგილზე შემოწმება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღმკვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით;
** შემოწმების შედეგად არასაბანკო დაწესებულებებისათვის მიცემული რეკომენდაციების / განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
** არასაბანკო დაწესებულებების შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** არასაბანკო დაწესებულებების შემოწმების შედეგების შესახებ კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან;
** შემოწმების შედეგად აღმოჩენილი რისკ-ფაქტორების ანალიზი, განზოგადება და შესაბამისი ტიპოლოგიების შექმნა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან ფინანსების მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭება საფინანსო სექტორში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და სამართლებრივი შესაბამისობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** საოფისე პროგრამები (Word, Excel, PowerPoint);
** შემდეგი საკანონმებლო ბაზის ცოდნა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებები და ნორმატიული აქტები; International standards on combating money laundering and the financing of terrorism & proliferation (FATF 40 recommendations)

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური წერითი კომუნიკაცია (დრაფტინგი);
** ხარისხზე ორიენტაცია;
** დისციპლინირებულობა და აკურატულობა.

თანამდებობრივი სარგო: 1800-2400

კონკურსის ფორმა - კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - ტესტირება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება კანდიდატის ცოდნა ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
** მეორე ეტაპი - ინტერვიუ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2018 წლის 24 იანვრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - არასაბანკო ინსპექტირების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე