პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 25 იან
"სფეისის" გუნდში ვეძებთ პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით "სფეისი" - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ  გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** იმუშავებ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მომხმარებლებელთა პრობლემების აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად, რისთვისაც დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გააკეთებ სერვის-დესკიდან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებიდან შემოსული ყოველდღიური საკითხებისა და ხარვეზების მოგვარებას
** პროგრამული ხარვეზის აღმოჩენისას მოახდენ მის მოგვარებას დამოუკიდებლად, ან დააესკალირებ შესაბამის ჯგუფთან და გაუკეთებ შემდგომ მონიტორინგს
** დაგჭირდება მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, SQL-ის და/ან ერთ-ერთი გავრცელებული პროგრამირების ენის ცოდნა: Java, C#, javascript ან სხვა

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge  და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

მისამართი:  თბილისი, საქართველო
კატეგორია:  IT
დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: სტანდარტული
გამოცდილების ტიპი:  სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე