DevOps ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: DevOps ინჟინერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 25 იან
"სფეისის" გუნდში ვეძებთ DevOps ინჟინერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული Back-End დეველოპერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** უნდა შეგეძლოს სისტემური ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადმინისტრირება
** განახორციელო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი, აწარმოო მათი წარმადობისა და დატვირთულობის ანალიზი, ეძებო გაუმჯობესების გზები
** მოახდინო სისტემებში განახლებების-ცვლილებების დანერგვა, მათი რეზერვული კოპირება და აღდგენა. განახორციელო ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტირება
** დაგჭირდება Cloud პლატფორმასთან (AWS, Azure ან სხვა) მუშაობის გამოცდილება
** უნდა გქონდეს სურივლი და გარკვეული გამოცდილება Configuration Management-ისა და Deployment-ის ინსტრუმენტებში. მათი საშუალებით გააკეთებ Continuous Integration და Continuous Deployment პროცესების გამართვას ტესტირებისა და deployment-ის პროცესების ავტომატიზაციისთვის
** უნდა იცოდე ერთ-ერთი გავრცელებული პროგრამირების ენა: Java, C#, javascript ან სხვა. გამოგადგება git-თან მუშაობის გამოცდილება
** იმუშავებ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მომხმარებლებელთა პრობლემების აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად
** დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, ასევე Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, რომ შეძლო, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება და SQL-ის ცოდნა
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

მისამართი: თბილისი, საქართველო
კატეგორია: IT
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: სტანდარტული
გამოცდილების ტიპი: სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე