სერვის ცენტრის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის ცენტრის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 31 იან
თანდართული ფაილი: 201871-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაოს ძირითადი მიზანია სერვისცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობა: საფოსტო გზავნილების დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და მომხმარებლისათვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილიL თბილისი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე