PR, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 21 იან
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობისათვის ეძებს კვალიფიციურ, საინტერესო და მოტივირებულ კადრს.

მოვალეობები:

** სააგენტოს სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
** მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობის დაგეგმვა, მიმდინარეობის პროცესის კონტროლი;
** პროდუქტებისა და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და საზოგადოებისათვის სწორად მიწოდების დაგეგმვა; PR სტრატეგიის შემუშავება და მუდმივად განახლება;
** მონაწილეობის მიღება სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და ორგანიზებაში;
** სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივად გამოყენება; საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გასული ინფორმაციისა და სააგენტოს შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** სააგენტოს საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** PR პროექტების, ღონისძიებების, კამპანიების დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგის განხორციელება;
** საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
** PR ღონისძიებების/კამპანიების მოწყობისათვის საჭირო ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობა და შეთანხმება;
** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** ენები: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე