ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე შიდა პროცესების ანალიზისა და რეკომენდაციის შემუშავების პროცესში ჩართვა;
** შიდა პროცესების გამართული მუშაობისთვის პროცედურული დოკუმენტების (პროცედურები, პოლიტიკები, SOP და ა.შ.) შექმნის და დანერგვის პროცესში ჩართვა;
** პროცესების ოპტიმიზაციისა და დანერგვაში მხარდაჭერის პროცესში ჩართვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნების და ტექნიკური სპეციფიკაციების შექმნის პროცესში ჩართვა;
** მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების, კლასიფიკაციის და რისკების სიმძიმის შეფასების პროცესში ჩართვა;
** რისკების მართვის ქმედებების და ღონისძიებების მეთოდოლოგიური და პროცედურული განვითარების, დანერგვისა და კონტოროლის პროცესში ჩართვა;
** რისკის მისაღები დონის მისაღწევად საჭირო ქმედებების განსაზღვრის პროცესში ჩართვა;
შესაბამის განყოფილებებთან ერთად ინციდენტების მონიტორინგის ანალიზის, მოსალოდნელი რისკების სიმძიმის დონის გადაფასების, ინციდენტების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით მათი სიხშირის ან/და ზეგავლენის შემცირების მიზნით განსახორციელებელი ქმედებების განსაზღვრის პროცესში ჩართვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** პრიორიტეტების დასახვა;
** პრეზენტაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე