საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტიდან შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება (პოლისი, ინვოისი, ხელშეკრულება);
** გაცემული პოლისების პროგრამულად აღრიცხვა;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, ურთიერთშედარების აქტების მომზადება;
** პოლისში ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შემთხვევაში პროგრამულად შესაბამისი ცვლილებების ასახვა;
** დებიტორული დავალიანების მქონე პირებთან დაკავშირება, ინფორმაციის მიწოდება და სადაზღვევო პრემიის გადახდის მოთხოვნა;
** ყოველთვიურად ფინანსური დეპარტამენტის ინფორმირება დაზღვეული თანამშრომლების გადასახდელი პრემიების შესახებ;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hralpha@alpha.ge; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

ტელ: +995 32 2 640 199 (4242)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე