გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპანია "Bigchoice"-ს. http://bigchoice.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი ბაზრების ათვისება; ახალი პარტნიორებისა და კლიენტების ძიება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ანაზღაურება:

** 2 კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი;
** ფიქსირებული ხელფასი: 300 ლარი;
** ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის 5%.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე