ტენდერი ვებგვერდის განახლებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ვებგვერდის განახლებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 25 იან
ტექნიკური დავალება: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება

პროექტის ძირითადი მონაცემები:

** პროექტის სახელწოდება: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
** მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აჭარის ა/რ.
** დაფინანსების წყარო: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
** პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2017 - 28 თებერვალი, 2021

ძირითადი ინფორმაცია: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება იგეგმება ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭრით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

განახლებული ვებგვერდის მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობებზე ინფორმაციის გავრცელებასა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ ქედის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ინფორმაციის გავრცელებას  ქართველი და უცხოელი ტურისტებისათვის.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და  ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.  

ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის არსებული ვებგვერდის www.keda.ge განახლება.  

განახლებულმა ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს:

** მარტივი სამართავი პანელი;
** მარტივი, თანამედროვე და სხვადასხვა თაობაზე მორგებული დიზაინი;
** ქართული და ინგლისური ენების უზრუნველყოფა;
** გვერდებზე სწრაფი ნავიგაცია;
** ვებგვერდი ვიზიტორთა სტატისტიკისა და სხვა მონაცემთა შეგროვების ფუნქციით;
** პროექტის ტექნიკური ნაწილის ჩაბარების შემდეგ, სამართავი პანელის მოხმარბის ტრენინგის უზრუნველყოფა;
** სამართავი პანელის მართვის ინსტრუქცია;
** ხარვეზების შემთხვევაში, საიტის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერა.   

საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვებგვერდების მომზადების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად.

ტენდერში მონაწილეობა:

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელფოსტა;
** კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
** კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
** ხედვა ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ვიზუალურ განახლებასთან დაკავშირებით (მსგავსი საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ვებგვერდების ლინკები)
** წარსულში განხორციელებული პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი.
** მომსახურების საფასური (დეტალურად) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
** ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).  

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nata.davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათამდე;

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Website Tender/KedaLEADER

შეფასების კრიტერიუმები:

** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** სერვისის ფასი;
** შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
** განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე