ინტერვიუერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 31 იან
საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას  ინტერვიუერის პოზიციაზე.

"ეისითი" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი "ეისითი"-ს ყველაზე ღირებული აქტივია. "ეისითი" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს  "ეისითიში" 60-მდე  მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
სამუშაო გრაფიკი: დასაქმება მოხდება პროექტული წესით.
ანაზღაურება: გამომუშავებით განხორციელებული პროექტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები: 

** პირისპირ ინტერვიუს ჩატარება (კარდაკარის პრინციპით)  განსაზღვრულ ვადებში;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება ველის მენეჯერთან;
** ზოგად ტრენინგებზე/პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება (ნებისმიერ სფეროში);
** ასაკი: 18 +
** სასურველია კვლევის სფეროში გამოცდილების ქონა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს;
** საინტერესო გამოცდილებას;
** ინტერვიუერებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ანაზღაურებას საქართველოში.

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოაგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსურათით 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com  და არ დაგავიწყდეთ  სათაურის ველში პოზიციის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ  განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე