კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ვუნდერკინდი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
სამაგიდო თამაშებისა და ადრეული განვითარების მეთოდოლოგიების მაღაზია "ვუნდერკინდ"-ი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენი პროდუქციის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://wunderkind.ge/ ან http://www.facebook.com/wunderkind.ge

გრაფიკი: 8 საათი დღეში 2 ცვლაში: 10:00-19:00 ან 13:00-22:00 (შესვენება - 1 საათი), 5 დღე კვირაში.
მდებარეობა: თბილისი, ს/ც "თბილისი მოლი".

სამუშაო აღწერილობა: 

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა; 
** კლიენტის აქტიური, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; 
** მყიდველისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** სალარო აპარატთან და ბარათის ტერმინალთან მუშაობა.
** გაყიდვების პროგრამაში აყვანა ("ფინა")

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი)
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Мicrosoft Word, Excel, PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე.

უნარ-ჩვევები: 

** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** თავაზიანობა, ენერგიულობა, სანდოობა.
** სწორი და გამართული მეტყველების/პრეზენტაციის უნარი
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ხელფასი: პირველი გამოსაცდელი თვე - 400 ლარი. მე-2 თვიდან - 450 ლარი, პლუს ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების შემთხვევაში).

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@wunderkind.ge. კანდიდატების შეუსაბამო რეზიუმეები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე