ადმინისტრაციული ასისტენტი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი - რეგიონები
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 22 იან
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

განყოფილება: რეგიონალური მართვა
სამუშაო ადგილი: გორი, რუსთავი, წნორი

სამუშაო მოთხოვნები:

** კომპანიის ყოველთვიური სხვადასხვა ტიპის გადახდების დაორგანიზება და კონტროლი;
** დავალება ანგარიშსწორებაზე დოკუმენტაციის მომზადება თანხის გადასარიცხად;
** კომპანიაზე გაწერილი ინვოისების გადამოწმება, გაწეული მომსახურეობის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** Rs.ge-ზე მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კონტრაქტორი კომპნიებისთვის Rs.ge-ზე ზედნადებების ატვირთვა;
** ხელშეკრულებების ელ. რეესტრში აღრიცხვა და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტების სისტემატიურად გაგზავნა მოთხოვნილ ვადებში;
** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციებისა და წესების ცოდნა და დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების, დროულად და ხარისხიანად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (word, excel) სამუშაო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს მუშაობის გამოცდილება
** სასურველია - საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

უნარები

** კოლეგიალური
** სიახლეების ათვისების უნდარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრა;
** დროის მართვის უნარი;
** დაგეგმვა - ორგანიზების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები

"თიბისი ფეი", სს "თიბისი ბანკის" შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღები - ორშაბათი-პარასკევი

გთხოვთ, 22 იანვრამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@tbcpay.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სამუშაო ადგილი და პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე