ელექტროკარდიოგრაფიის სასწავლო კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტროკარდიოგრაფიის სასწავლო კურსი
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
ელექტროკარდიოგრაფიის სასწავლო კურსი

ელექტროკარდიოგრაფია ავადმყოფის კვლევის ერთ-ერთი შეუცვლელი მეთოდია. მისი გამოყენება მეტად იოლია, პროცედურა უსაფრთხო, მარტივი და რეპროდუცირებადია, არ საჭიროებს ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს, მიღებული ინფორმაცია კი მეტად ღირებულია. ამ მეთოდის გარეშე ხშირად შეუძლებელია გულის დაავადების დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

საერთაშორისო საზოგადოებების რეკომენდაციებით (The American College of Cardiology/American Heart Association/American College of Physicians-American Society of Internal Medicine (ACC/AHA/ACP-ASIM) ელექტოკარდიოგრაფიის ჩატარებას და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას სჭირდება ცოდნა და ვარჯიში. საერთაშორისო საზოგადოებები ასევე განსაზღვრავენ ცოდნის და უნარის იმ მოცულობას, რაც არის აუცილებელი ექიმისათვის ელექტროკარდიოგრაფიის ჩასატარებლად.

ელექტროკარდიოგრაფია ემსახურება არითმიებისა და გამტარუნარიანობის დარღვევების არაინვაზიური დიაგნოზის ოქროს სტანდარტს, და ეს არის ერთადერთი მარტო გულის დაავადების არსებობისთვის. ამდენად ეკგ ჩანაწერის ინტერპრეტაციას უნდა ახლდეს ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის ინტერპრეტაციაც, სხვადასხვა დაავადებისათვის დამახასიათებელი ეკგ ცვლილებების შეფასება.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის, მაღალი კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის

კურსის თემატიკა:

** ნორმალური ეკგ;
** გულის ელექტრული ღერძი და ვოლტაჟი;
** გულის კამერების ჰიპერტროფია ან დილატაცია;
** რეპოლარიზაციის დარღვევები;
** სინუსური კვანძის რითმი და სინუსური არითმიები;
** სუპრავენტრიკულური არითმიები;
** პარკუჭოვანი არითმიები;
** წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური AV) გატარება;
** პარკუჭშიდა გამტარებლობა;
** მიოკარდიუმის ინფარქტი;
** სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობა;
** ეკგ რითმის ხელოვნური მატარებლის ფონზე.

კურსის ხანგრძლივობა: 14 დღე, ყოველ დღე კვირის გარდა (საღამოს საათებში - დღეში 3-4 სთ);
კურსის ღირებულება: 250 ლარი;
ტრენერი: თამარ ვახტანგაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი

საკონტაქტო პირი:

ლაშა დოლიძე
კლინიკური სწავლების კოორდინატორი
592 529977
lasha.dolidze@ciu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე