დაცვის სამსახურის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაცვის სამსახურის სპეციალისტი - რუსთავი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შპს "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში, 2012 წელს. კომპანია პროდუქციას აწარმოებს ქალაქ რუსთავში და ყიდის ხის, მეტალის და კედლების ლაქ-საღებავებს. კანდიდატი იმუშავებს იტალიელ და ქართველ თანამშრომლებთან ერთად

ვაკანსია: დაცვის სამსახურის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 18:30 საათიდან 09:30 საათამდე ყოველი მესამე დღე (შაბათ-კვირას და ოფიციალურ დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა)
ანაზღაურება: 200 ლარი (დარიცხული/ხელზე ასაღები).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის და საწყობების დაცვა კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით;
** დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** დაცვის სამსახურის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 01 37 83.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე